თანხმობა AI-ით მონაცემების დამუშავების შესახებ

ინფორმირება მონაცემების ნაწილობრივ ავტომატიზირებული ფორმით დამუშავებაზე (მათ შორის პროფაილინგზე)

ინფორმირებული ვარ, რომ ჩემი დასაქმების მიზნით, ჩემ მიერ შპს "ალიანსი“-ის აპლიკაციაში ან/და გაგზავნილ რეზიუმეში ასახული ინფორმაცია დამუშავდეს ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით. რაც გულისხმობს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, რეზიუმედან შესაბამისი ინფორმაციის ამოღებას ან/და ვაკანტური პოზიციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენას. აღნიშნული აუცილებელია ჩემსა და შპს ,ალიანსი“-ს შორის ხელშეკრულების დასადებად, ჩემი განცხადების განსახილველად ან/და შპს „ალიანსი“-ის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე. ამასთან, ინფორმირებული ვარ რომ:

ა) გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ნაწილობრივ ავტომატიზირებული ფორმის გამოყენებით – შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილია შპს „ალიანსი“-ის მხრიდან ადამიანური რესურსის ჩართულობა;

ბ) AI ფუნქციონალის გამოყენების პროცესში, ჩემი მონაცემების გადაეცემა ხორციელდება ამაზონის ღრუბლოვან სერვერზე (AWS) გერმანიაში, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები;

გ) ნებისმიერ დროს შემიძლია მოვითხოვო ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით ჩემი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. ამ შემთხვევაში, შპს „ალიანსი“-ის მიერ შეწყდება ჩემი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი.