აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“, რომელსაც მართავს საერთაშორისო სასტუმროების მართვის კომპანია Aimbridge Emea აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.
დიასახლისის სამუშაო აღწერილობა:
- შემოსასვლელის, ვესტიბულის, გასახდელების, საზოგადოებრივი და სამუშაო არეალის,ოფისების, დერეფნების, საზოგადოებრივი ტუალეტების, ლიფტების, კიბის უჯრედების დასუფთავება;
- ფანჯრების და შუშის ზედაპირების, ვენტილაციის, ჭერის, განათებების, აბაჟურების, ბრების სათანადო დასუფთავება;
- რბილი და ტყავის ზედაპირების სათანადო მოვლა და გაწმენდა;
- იატაკის მოვლა და გაწმენდა;
- ლაქების ამოყვანის მეთოდების ცოდნა;
- სველი წერტილის სათანადო დასუფთავება;
- დარბაზის ატრიბუტების წესრიგში მოყვანა, გამოცვლა, შევსება ან განახლება;
- მომხმარებლის მიერ დაკარგული ნივთების შენახვა და გაცემა;
- საკეტების, ვენტილაციის სისტემის მოხმარება;
- საწმენდი მოწყობილობა-დანადგარებისა და ხელსაწყო-იარაღების ძირითადი სახეობები, მათი სათანადო მოხმარებისა და მოვლის წესები (მტვერსასრუტი, იატაკის საპრიალებელი, მარმარილოს და ქვის იატაკის საწმენდი, ფარდების და რბილი იატაკის საწმენდი, მშრალი წმენდის მანქანები და მოწყობილობები); ცოდნა და მოხმარება;
- ნაგვის გატანა, ნაგვის დახარისხება;
- შეასრულოს სამსახურთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებები, რასაც უშუალოდ მენეჯმენტი დაავალებს.