შემოსავლების ბუღალტერი
14-08-2026 - 14-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“  აცხადებს ვაკანსიას შემოსავლების ბუღალტრის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკებში განხორციელებული შემოსავლებისა და გასავლების აღრიცხვა —
  • საბანკო ოპერაციების შესაბამის ვალუტაში (₾ / $ / €) პროგრამა ORIS-ში ასახვა;
  • კომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების გადახდების კონტროლი და მონიტორინგი; ინვოისების მომზადება და გაგზავნა;
  • დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი, კონტროლი და შესაბამისი კომუნიკაცია;
  • თვის დახურვისთვის საჭირო ფინანსური და სააღრიცხვო რეპორტების მომზადება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით)
  • უცხო ენების ცოდნა
  • პროგრამებში : ORIS, Excel, Microsoft მუშაობის გამოცდილება
  • ფინანსური აღრიცხვის ცოდნა
  • სასტუმროს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და Opera-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

* ანალიტიკური აზროვნება

* გუნდური მუშაობის უნარი

* დეტალებზე ორიენტირებულობა

 

 

პირობები:

სამუშაო დრო: კვირაში 40 სთ, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა # 5, სამუშაო ფორმატი არ მოიცავს დისტანციურად/ჰიბრიდულად მუშაობის შესაძლებლობას.

ხელფასი: ₾ 1500-2000  (გამოცდილების შესაბამისად).

ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

 

 

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!