აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“, რომელსაც მართავს საერთაშორისო სასტუმროების მართვის კომპანია Aimbridge Emea აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.
სამუშაო აღწერილობა:
- სტუმრის მიღება-განთავსება სტანდარტების მიხედვით
- მიმდინარე დღის ინვოისების გადამოწმება
- ღამის აუდიტის წარმოება სასტუმროს მართვის სისტემაში Opera PMS
- დილის რეპორტების გაგზავნა შესაბამის დეპარტამენტებთან
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
- შემოსული სატელეფონო ზარებისა და ელ.შეტყობინებების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
- სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში დეპარტამენტის მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.
მოთხოვნები:
- უცხო ენების ცოდნა
- საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პირობები:
- გრაფიკი: 5/2; (5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე)
- დრო: 00:00 - 08:00
- ანაზღაურება: 1200 ლარი (NET) + 3 ტიპის საბონუსე სისტემა
ბენეფიტები:
- კვება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სამუშაო უნიფორმა
- ტრანსპორტირება
- პროფესიული განვითარება (ტრენინგები):
-
-
საერთაშორისო ოპერაციული სტანდარტების შესწავლა (Aimbridge EMEA სტანდარტებით);
-
სასტუმროს მართვის სისტემის (Opera PMS) ტრენინგები;
-
მომსახურების სფეროს სტანდარტების შემსწავლელი ტრენინგები;
-
კარიერული წინსვლისა და ქსელში განვითარების რეალური შესაძლებლობა.